მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბევრი ქვეყანა ინვესტიციას ახორციელებს, რომ ჩინელი ტურისტი მოიძიოს, ამ შემთხვევაში ეს მარტივი სვლით გაკეთდა - ზურაბ პოლოლიკაშვილი

news image
mbc image

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი და დროული ღონისძიებაა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. ღონისძიების ფარგლებში, WTO-ს ხელმძღვანელმა ასევე დადებითად შეაფასა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედების გადაწყვეტილება. როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში.
„ჩინეთის უვიზო რეჟიმი ძალაში 3-4 კვირის წინ შევიდა. ჯერჯერობით ძნელია ციფრებზე საუბარი, თუმცა ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას. ჩინეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი როგორც მასშტაბის თვალსაზრისით, ასევე მხარჯველუნარიანობის კუთხით. ასე რომ, ვფიქრობ ეს დიდი ნაბიჯია. ბევრი ქვეყანა ინვესტიციას ახორციელებს რომ ჩინელი ტურისტი მოიძიოს, ამ შემთხვევაში ეს მარტივი სვლით გაკეთდა და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას." - აღნიშნა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორში არსებულ აღდგენის მაღალ დინამიკაზეც ისაუბრა. როგორც WTO-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოში ტურისტული ნაკადები სწრაფად უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს.
„პოსტპანდემიური სიტუაციის შემდეგ, მარტო საქართველოში არა, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც ტურიზმის სექტორია განვითარებული მალე მოხდა ყველაფრის აღდგენა და ეს ციფრებში გამოიხატება. ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 85%-ია მთელს მსოფლიოში, ევროპას თუ ავიღებთ 90%-ი. საქართველოშიც იგივე ხდება. მოხარული ვარ რომ რეგიონალური განვითარება სწრაფად მიმდინარეობს, ბევრი ახალი პროექტი ჩნდება რეგიონებში, ჩვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანია, კომპაქტურია და ვიტყოდი რომ რეგიონალური განვითარება აუცილებელია თანმიმდევრულად მოხდეს, რაც ესეც ხდება. ასევე კერძო სექტორი პარალელურად მიყვება ამ განვითარებას, ჩნდება ახალი კომპანიები ახალი სასტუმროები, შენდება ახალი ტურისტული ობიექტები და ეს საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ადამიანებს ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებულები, ისინი არიან მთავარი მონაწილეები ამ ყველაფრის და სწორედ ტურიზმი უნდა ემსახურებოდეს ყველას და ყველამ უნდა მიიღოს შემოსავალი ამ სექტორიდან." - განაცხადა ზურაბ პოლოლოკაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა