ბიუჯეტში ანაკლიის პროექტის დაფინანსების წყარო გაჩნდა - ლაშა ხუციშვილი
ანაკლიის პროექტის დაფინანსების წყარო გაჩნდა ბიუჯეტში და მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება დაიწყება აღნიშნული თანხებით, - ამოს შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება ანაკლიის დაფინანსებას მომდევნო წელს, თქვენ იცით, რომ კონკურსის პროცესში ვართ, სადაც უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც იქნება ჩართული მშენებლობისა და ოპერირების პროცესში. ბუნებრივია ამ პროცესში ბევრი დეტალია, რაც შემდგომ იქნება დაზუსტებული.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წარდგენილ ბიუჯეტში ეს თანხები არ იქნება ასახული, თუმცა იქნება ასახული ოქტომბრის ბოლოს, როდესაც იქნება [ბიუჯეტის პროექტის] მეორე წარდგენა და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ამ მიმართულებით. თუ რა თანხების იქნება საჭირო ამ მიმართულებით, ეს 2024 წელს სრულად იქნება ასახული. დაახლოებით ერთი თვის პერიოდია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი არ იქნება ვალისა და დეფიციტის მიმართულებით შეცვლილი, თუმცა ხარჯვის კუთხით ცვლილებები იქნება.
„მათ შორის ერთ-ერთი საკითხი ანაკლიის პროექტი იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826