ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობით თბილისი პირველია
საქსტატის ცნობთ, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში თბილისი პირველია.
რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით ნაწილდება:
⦁ თბილისი – 79.6 პროცენტი;
⦁ აჭარის ა.რ. – 5.2 პროცენტი;
⦁ ქვემო ქართლი – 4.8 პროცენტი;
⦁ იმერეთი – 3.2 პროცენტი;
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1.9 პროცენტი.
საქსტატის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ისევ თბილისი ლიდრობს. .
საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
⦁ თბილისი – 65.2 პროცენტი;
⦁ აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი;
⦁ იმერეთი – 7.0 პროცენტი;
⦁ ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი;
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი;
⦁ კახეთი - 2.8 პროცენტი;
⦁ შიდა ქართლი - 2.3 პროცენტი;
⦁ მცხეთა-მთიანეთი - 1.6 პროცენტი;
⦁ სამცხე-ჯავახეთი - 1.5 პროცენტი;
⦁ გურია - 0.9 პროცენტი;
⦁ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741.0 ათასი კაცით განისაზღვრა. ამასთან, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826