მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.7
0.0045
flag
AZN 1.5677
-0.0004
flag
CNY 39.334
-0.0034
flag
EUR 3.0996
0.0036
flag
GBP 3.5819
-0.0024
flag
KZT 54.92
0.0032
flag
TRY 0.058
0
flag
USD 2.6647
-0.0006
news banner

ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ბიზნესსექტორის ბრუნვამ 2026 წლის I კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 62.0 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში: მსხვილი საწარმოების გამოშვება 13.0%-ით გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.9% შეადგინა. იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით.

„უნდა აღინიშნოს, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში. პირველ კვარტალში გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, ვაჭრობის სექტორებმა და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობების ზრდამ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბიზნესაქტივობის ზრდასთან ერთად იზრდება ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა - მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სამუშაო ადგილების რიცხვი 3.7%-ით (28.5 ათასით) გაიზარდა და 799.4 ათასი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც - ის 2,300 ლარს აჭარბებს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ბიზნესსექტორში არსებულ მაღალ მაჩვენებლებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდას. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ბიზნესაქტივობის, ახალი ინვესტიციების განხორციელების და ზოგადად, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას.

„შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ბიზნესაქტივობის ზრდის მიმართულებით პირველ კვარტალში დაფიქსირებული ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება. ეს, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინგა ფხალაძემ UNESCAP-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები განიხილა

04.06.2026.17:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ჰონგპენგ ლიუს შეხვდა. მხარეებმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები, საქართველოსა და UNESCAP-ს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობასა და სუფთა ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში საერთაშორისო პარტნიორობის როლზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე ენერგეტიკის სექტორში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარგალიტა არაბიძე და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა