ბიზნესი ზოგადად პოზიტიურად არის განწყობილი, ინვესტირებისა და რეინვესტირების მაჩვენებელიც სწორედ ამაზე მიუთითებს - ვახტანგ შურღაია
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბევრ სექტორზე მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც - ეს გამოიხატა ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდით, რამაც, აქედან გამომდინარე, ყველა სხვა სექტორზეც მოახდინა გავლენა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოლოდინებს გადააჭარბა და ბოლო წლების პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნა.
„მიუხედავად ამისა, როგორც ვნახეთ, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოლოდინებთან შედარებით კიდეც გაიზარდა, რაც, ასე ვთქვათ, იმ განწყობის გაგრძელებაა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავდით. ბიზნესი ზოგადად პოზიტიურად არის განწყობილი, ინვესტირებისა და რეინვესტირების მაჩვენებელიც სწორედ ამაზე მიუთითებს“, - აცხადებს BV Consulting-ის მმართველი პარტნიორი.
„გვახსოვს, წლის პირველ ნახევარში, მარტში, ძალაში შევიდა უცხოელებთან დაკავშირებული რეგულაციები, რის გამოც, ასე ვთქვათ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მედიაეთერები მთლიანად ამ თემით იყო გაჯერებული. თუმცა, როგორც აღვნიშნავდით, ის საკითხები, რომლებიც ბიზნესს ძირითადად აწუხებდა, შემდგომში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებშიც აისახა, რამაც სექტორს საშუალება მისცა, უფრო მეტად პროცესუალურ ნაწილზე ყოფილიყო ორიენტირებული. ცვლილებების შემდგომი პაკეტი, რომელიც მთავრობამ, ფაქტობრივად, წინა თვეში დაამტკიცა, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას ეხება - გვჯერა, რომ ეს სიახლეები მნიშვნელოვან წახალისებას ჰპოვებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკანონმდებლო სიახლეების კუთხით აღნიშნული პერიოდი საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა“, - აღნიშნა ვახტანგ შურღაიამ.
მისი თქმით, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებაა საჭირო, რადგან სწორედ კომუნიკაცია და თანამშრომლობა ქმნის სწორი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს. შურღაიას განმარტებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ჭეშმარიტება სწორედ ურთიერთკომუნიკაციის პროცესში იბადება.
სხვა სიახლეები
საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოლოდინებთან შედარებით გაიზარდა, ბიზნესი პოზიტიურად არის განწყობილი - ვახტანგ შურღაია
22.06.2026.15:30