ბიზნესის და ხელისუფლების აქტიური საუბარი მხოლოდ ხელს უწყობს, როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე სახელმწიფოს მხრიდან ხედვების სწორად ჩამოყალიბებას - ელგუჯა თურმანიძე
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
,,ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ფაქტობრივად თითქმის ყველა ესეთ მნიშვნელოვან ფორუმში. განსაკუთრებით, ისეთი საინტერესო პანელების დროს როგორი სპიკერებიც დღეს არის წარმოუდგენელი. საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა იყო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საინტერესო მიმოხილვა იყო ჩვენი დარგის, სამშენებლო დარგის მიმართულებით. არაერთხელ აღვნიშნავ, ეს აქსიომაა, რომ ბიზნესის და ხელისუფლების აქტიური საუბარი მხოლოდ ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე სახელმწიფოს მხრიდან მათი ხედვების სწორად ჩამოყალიბებას, ვცვლით ინფორმაციას, რაც კიდევ ერთხელ დამატებით მოგვცემს საშუალებას გავცვალოთ მოსაზრებები და ვაკეთოთ ის ერთიანი საქმე, რასაც ჩვენი ქვეყნის მშენებლობა ჰქვია და ჩვენ, ჩვენი წილი აგური დავდოთ”, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ, ELT Group-ის დამფუძნებელი.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - Hunnewell Cement ჰანიველ ცემენტი; Galt & Taggart - გალტ & თაგარტი; ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub ტასჰაბი; ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.