მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება სავარაუდოდ, 2025 წლამდე გადავადდება

news image
mbc image

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „მეწარმეთა შესახებ" კანონში ცვლილება განიხილა.

კანონპროექტით,  2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1-ელ იანვრამდე, ნაცვლად 2024 წლის 1-ელ იანვრისა, შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.

ცვლილების თანახმად, მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 1 წლამდე ვადით შეუჩერდება რეგისტრაცია, რის შესახებაც მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. ასეთი საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემები მიეწოდება შესაბამის სამსახურებს, რასაც შედეგად მოჰყვება ამ საწარმოს ფუნქციონირების შეზღუდვა როგორც სამეწარმეო, ასევე ფინანსური მიმართულებით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იქნება აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე. რეგისტრაცია აღდგება ვალდებულების შესრულებისთანავე.

რეგისტრაციის შეჩერების პერიოდშიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2026 წლის 1-ელ იანვრიდან მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის თაობაზე და ადგენს 3-თვიან ვადას ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ საწარმო ამ ვადაშიც არ წარადგენს განცხადებას ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება არ გავრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეზე.

ასევე, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა არ იქნება სავალდებულო ხასიათის, ეს იქნება მისი უფლებამოსილება და განახორციელებს ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა