მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

"ჩვენი საფინანსო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში მდგრადობით და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტებით გამოირჩევა. მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, აქტიურად მუშაობს, რომ ფინანსური სექტორი, კაპიტალის ბაზრის და საბანკო სექტორის ჩათვლით, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, ასევე კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს გლობალური კონკურენტუნარიანობა, რისთვისაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმის Bybit - ის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა ამოქმედებამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში ფინანსური სექტორის განვითარებას. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებას, კონკურენციის ზრდას და ახალი ტექნოლოგიების უსაფრთხოდ დანერგვას.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოაქტივების ბირჟის Bybit - ის საქართველოში ოფიციალურად შემოსვლა და იმედი გამოთქვა, რომ მისი აქტივობით გაიზრდება ფინანსური სექტორის ამ სეგმენტში კონკურენცია და მოხდება მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი და უსაფრთხო საფინანსო პროდუქტების მიწოდება.

"დღეს საქართველოში უკვე 3 ციფრული ბანკი ფუნქციონირებს. 2023 წლის შემდეგ კაპიტალის ბაზრის მოცულობა გაორმაგებულია და იზრდება საინვესტიციო ფონდების ჯამური ზომაც. ჩვენი ფინტექ კომპანიები და ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები რეგიონში მოწინავე პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი, ხოლო საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო კი გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და უზრუნველყოფს ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას," - აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიებაზე Bybit Georgia-მ Mastercard-თან ერთად ბაზარზე პირველად საქართველოში Bybit Card-ის პრეზენტაცია გაიმართა.

Bybit - მა საქართველოში ოპერირება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერის (PSP) რეგისტრაციის საფუძველზე დაიწყო.

Bybit-ის გლობალური ყოველდღიური ბრუნვა ათეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანია ევროკავშირში ავტორიზებული პლატფორმით ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებსა და მომსახურებებს ციფრული აქტივების ბაზარზე.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, აგრეთვე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, Mastercard - მა, Pave Bank - მა და Tether - მა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წელს მენეჯერების პოზიციაზე საშუალო თვიური ხელფასი ₾3 609 ლარი იყო | საქსტატი

30.10.2026.21:10

2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე - 1 132 ლარი.

სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 4 312 ლარით.

2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% - სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები).

საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო სექტორში, არასახელმწიფო სექტორთან შედარებით სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯები 17.7 პროცენტით ნაკლებია და შესაბამისად 23 329 და 28 353 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა