ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად იგეგმება ახალი პოლიტიკა თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები - ვახტანგ ლომჯარია
ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად იგეგმება ახალი პოლიტიკა თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები, - აცხადებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური უფროსი ვახტანგ ლომჯარია ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კითხვის პასუხად, რომელიც ბიზნესთან კომუნიკაციასა და ურთიერთობას შეეხებოდა.
„ყოველკვირეულად არაერთი შეხვედრა იმართება, ხშირად რამდენიმე ათეულიც კი. სხვადასხვა სამსახურში ამ კუთხით ძალიან ინტენსიური სამუშაოები სრულდება და, ბუნებრივია, პროცესში ჩვენი უწყებაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული. სწორედ მათთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების შედეგად იგეგმება ახალი პოლიტიკა თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ. მათგანაც უამრავი საინტერესო ინიციატივა მოდის და ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ მჭიდროა“, - განმარტავს ლომჯარია.
სხვა სიახლეები
Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს - ილია წულაია
16.09.2026.20:12
Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს, - განუცხადა „ქრონიკას“ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაიამ.
წულაიას თქმით, ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება.
„Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის არის ყველაზე ძლიერი სიგნალი, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი მსოფლიოში.
ისეთ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც იმხელა GDP, მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს, როგორიც საქართველოა, თქვენ ვერ ნახავთ, რომ Trump Tower-ის მსგავსი ბრენდი ან რომელიმე ლუქს ბრენდი შესულიყოს. ეს არის საქართველოსთვის ე.წ. დიდი ნახტომი და დანახვება მთელი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და საქართველოში ინვესტირება ყველაზე მომგებიანია უძრავი ქონების ინვესტორებისთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მომგებიანი მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.