მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

Co-working სივრცეები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად პოპულარული გახდა - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი

news image
mbc image

თბილისში Co-working სივრცეების ბაზარი ბოლო წლებში მკვეთრი ზრდის შემდეგ დასტაბილურდა, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი ზუკა თავყელიშვილი. მისი თქმით, 2022-2023 წლებში მიგრაციის ტალღების ფონზე სწრაფი გაფართოების შემდეგ 2024-2025 წლებში ნაწილი სივრცე დაიხურა, თუმცა ბაზარი მაინც 2022 წლამდე არსებულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ სამი-ოთხი წლის წინანდელ პერიოდს შევედრებით, ბევრად უფრო პოპულარული მიმართულება არის დღეს. წინაღობები იყო, თუმცა 2022-23 წლებში მიგრაციის ტალღებთან ერთად საკმაოდ სწრაფად უპასუხა ბაზარმაც ამ ყველაფერს და პირიქით, 2023 წლისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობა გვქონდა Co-working სივრცეების, ძალიან სწრაფად გაიზარდა მიწოდება, თუმცა 2024-2025 წლებში რამდენიმე Co-working-ი დაიკეტა და აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ბაზარი. იმაზე მეტი რაოდენობის Co-working სივრცე გვაქვს ვიდრე გვქონდა 2022 წლამდე. ფასშიც ზუსტად იგივე დინამიკა გვქონდა - 2023 წელს პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და 2024-25 წლებში მცირედი შემცირებით თავის ჯანსაღ ნიშნულზე დასტაბილურდა“, - ამბობს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი.

შეგახსენებთ, რომ  Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.

„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.

მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.

მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.

 

 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული - დავით სონღულაშვილი

19.09.2026.19:05

„ფერმერის დღე 2026“, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას.

„საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. დღეს საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული, 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ჩვენი მიზანია სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ფერმერის დღე 2026-ის“ ფარგლებში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქტებს. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ფერმერებმა და აგრობიზნესის წარმომადგენლებმა საკუთარი წარმოება წარმოადგინეს და სტუმრებს ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნება გააცნეს. სტუმრებს ასევე შეეძლოთ სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

„ფერმერის დღის“ პროგრამა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას აერთიანებს. პროფესიონალი შეფების მონაწილეობით ტარდება კულინარიული მასტერკლასები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მიმდინარეობს.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აგროსექტორის წარმომადგენლების დაჯილდოება იყო. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა