მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ბოინგ 767-300" „ჯორჯიან ეარვეისს" ლიზინგის წესით გადაეცა, იმედი მაქვს კომპანია შეძლებს კიდევ ჰქონდეს ზრდა - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის"-ის ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300" - ის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა  საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ კუთხით ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ქართული საავიაციო სექტორი ძალიან ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით შთამბეჭდავი პანდემიის შემდგომი აღდგენა გვაქვს. უკვე წელს საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთნაკადის მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, 31%-ით მეტს შეადგენს, რაც 2,5 მლნ მგზავრზე მეტია. ასევე ზრდა გვაქვს პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს - ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზრდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის ეს მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირები სხვადასხვა ეკონომიკურ ცენტრებთან - ევროპის დედაქალაქებთან, სამხრეთ აზიის ქალაქებთან და ა.შ. ამისთვის, რა თქმა უნდა, ქართულ ავიაკომპანიებს აქვს უდიდესი როლი და   მათი არსებობის ისტორიაში პირველად გვყავს ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი - „ბოინგ 767-300""- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ეკონომიკის მინისტრთან ერთად ავიახომალდი დაათვალიერეს მისმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის" ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია „TAV Georgia"-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ. „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის" პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სტუმრებს ავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალი სტანდარტები და ხომალდის სხვა უპირატესობები გააცნო. მისი ინფორმაციით, ავიახომალდი ამ ეტაპზე რეისებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა,  ავიახომალდი საქართველოს ავიაციიის ისტორიაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია, ის კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს" ლიზინგის წესით გადაეცა. ზოგადად, „ბოინგ 767-300" აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, მგზავრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით. ავიახომალდს აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა - ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულება, კერძოდ,  მას უწყვეტი 12-საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600  ავიარეისის შესრულება. აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.  ასევე იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.

„იმედი მაქვს, „ჯორჯიან ეარვეისი" შეძლებს, რომ კიდევ ჰქონდეს ზრდა - მიმდინარე წელს დაგეგმილია რამდენიმე ავიახომალდის დამატება და ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საქართველოდან როგორც მგზავრთნაკადი, ისე ტვირთნაკადის მოცულობა. უნდა აღინიშნოს, რომ საავიაციო სატვირთო გადაზიდვების მხრივაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ის ლიბერალური გარემო, რომელიც სავიზო კუთხით გვაქვს ბევრ ქვეყანასთან, სრულად ავითვისოთ, რაშიც ამ ტიპის ავიახომალდები დაგვეხმარება. ის ასევე დიდ როლს შეიტანს ჩვენი ტურისტული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებაში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა