მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბოლო 2 წლის განმავლობაში უამრავი სწორი, დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან - გიორგი დოლიძე

news image
mbc image

ბოლო 2 წლის განმავლობაში უამრავი სწორი, დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძემ განაცხადა.

„ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ოფიციალური სტატისტიკა ემთხვევა კერძო სექტორში არსებულ განწყობას. კერძო სექტორის ბიზნესი ფეხს უწყობს სტატისტიკას და პირიქით. ეს ერთმანეთთან კავშირი ძალიან დამაიმედებელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ტურიზმი და ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში, მის მშპ-ში, სადაც დაახლოებით 7-დან 8%-მდე და, შეიძლება, 10%-მდე წილიც კი ეკავოს მთლიანობაში. ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, თუ რამხელა როლი აქვს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და დოვლათს საქართველოს ეკონომიკის მდგრადად განვითარებაში, რაც ძალიან გასახარია თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისთვის.

როგორც აღნიშნეთ, ფაქტობრივად, დავამთავრეთ ის 9 თვე, რომელიც, როგორც ხშირად აღვნიშნავდი, საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის. თბილისის მასშტაბით, როდესაც ოპერირება დავიწყეთ, უკვე მაღალი სეზონის კვალდაკვალ, ეს იყო მარტის 20-დან, ფაქტობრივად, აპრილის დასაწყისამდე, გადავინაცვლეთ მაღალი სეზონის ნიშნულებზე.

თბილისის მაღალი სეზონი გახანგრძლივებულია. როგორც ვთქვით, დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებია, მაინც მაღალი სეზონის დატვირთულობის ქვეშ ვიმყოფებით, რამაც აპრილიდან მოყოლებული დღემდე 95% შეადგინა, რაც ძალიან საამაყო და დამაიმედებელი ნიშნულია.

არანაკლები იყო ბათუმის მიმართულება ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე, როდესაც დატვირთულობა პიკში იყო შესული. ჩვენ გავხსენით ამ წელს 795 ნომრიანი Apart Hotel-ი, სადაც 80%-90%-იანი დატვირთულობა, მოგეხსენებათ, რა მოცულობასთან არის დაკავშირებული და რამდენად სასიხარულოა როგორც ზოგადად ინვესტორებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ Apart Hotel-ის თითოეული აპარტამენტი საინვესტიციო მიზნებისთვის აქვთ ნაყიდი.

ვფიქრობ, რომ 2026 წელი 2025 წელს, ჩემი ვარაუდითა და გათვლით, მინიმუმ 8-10%-ით გადაასწრებს როგორც შემოსავლების, ისე ტურისტების შემოდინების რიცხობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით. აუცილებლად გადავაჭარბებთ 5 მილიარდ დოლარს შემოსავლის მხრივ. ამის იმედს ის დამაჯერებელი გარემოებები გვაძლევს, თუნდაც პირველი სამი კვარტლის შეფასება და ის წინასწარ გაკეთებული რეზერვაციები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის წარმოდგენილი ჩვენთან და ჩვენს ირგვლივ“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა