მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბოლო ერთ წელიწადში 115,756 ვაკანსია გამოცხადდა, რომელთა 12% ვერ შეივსო - კვლევა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „საქსტატთან" თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის" კვლევის პრეზენტაციაში.

შეხვედრას საჯარო უწყებათა წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს ასოციაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევების ფონზე კვლევის მიგნებების მნიშვნელობას და სხვადასხვა უწყებათა თანამშრომლობას ამ მიმართულებით. იგი ასევე შეეხო IT კომპანიების მოზიდვის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს, რამაც უკვე გამოიღო შედეგი - საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ სექტორში დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ამაღლდა ადგილობრივი კადრების შესაძლებლობები.

კვლევის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში 115,756 ვაკანსია გამოცხადდა, რომელთა 12% ვერ შეივსო. ამრიგად, კვლევამ ნათლად წარმოაჩინა მოთხოვნა მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი და მოთხოვნადი უნარების მქონე კადრების  თვალსაზრისით არსებული გამოწვევა.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რომლებიც შედგენილია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით. „საერთაშორისო შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება, რაც ასევე აისახება საქართველოზეც. ბევრი პროფესია, რომელიც ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო აქტუალური, დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩნდება ბევრი ახალი პოზიცია, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება კვალიფიციური მუშახელი. ეს დინამიური პროცესია. ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის გადამზადების სექტორის მეტი მოქნილობა მნიშვნელოვანია," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით და გამოიკითხა 9500 საწარმო, რომლებიც შეირჩა საქართველოში მოქმედი არაფინანსური და ფინანსური კორპორაციების მონაცემთა ბაზიდან.   

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა