მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა - ლაშა აბაშიძე

news image
mbc image

თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, აქამდე მგზავრობის დრო 5 საათსა და 30 წუთს შეადგენდა.

„მგზავრობის ხანგრძლივობა უკვე 4 საათს შეადგენს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა. ამ სამუშაოებმა მოგვცა საშუალება, იმ მონაკვეთებზე, სადაც რეაბილიტაცია ჩატარდა, გავზარდოთ სიჩქარე, მოვხსნათ შეზღუდვები და თბილისიდან ბათუმში უსაფრთხოდ, 4 საათში ვიმგზავროთ“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ უკვე დაასრულა რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია. კომპანიის მიზანია, სრულად მოაწესრიგოს არა მხოლოდ მაგისტრალურ ხაზებზე არსებული, არამედ საგარეუბნო სადგურებიც.
„ფაქტობრივად უკვე მიმდინარეობს 5-7 სადგურის რეაბილიტაცია და წელს კიდევ გვინდა დავამატოთ 5 სადგური. მომავალ წელსაც სრულად გვინდა, რომ დავამთავროთ სადგურების რეაბილიტაცია“, - განაცხადა აბაშიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე

10.08.2026.20:50

„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა