მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები ქალაქის ეკოლოგიასთან მიმართებით - ნინო ლაცაბიძე

news image
mbc image

რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ინდუსტრიული საწარმოებიდან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს და კომპანიების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება, რათა საწარმოებმა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში მეტი ინვესტიცია განახორციელონ და გარემოზე ზემოქმედება შეამცირონ.

„ეკოლოგია ზოგადად ჩვენი ქალაქის ინდუსტრიულობიდან გამომდინარე ისტორიული პრობლემაა. გადაიარაღება საწარმოების სამწუხაროდ ძალიან გვიან დაიწყო და ამ მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ მძიმე გავლენა მოახდინა ჩვენს ქალაქზე. ჩვენ 2020 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის გამკაცრების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ძალიან ისეთი კარგი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგით, როდესაც თვითმონიტორინგის სისტემა დაევალა ქარხანას გაფრქვევის მილზე, რომელიც უფრო ეფექტიანად ხორციელდებოდა მონიტორინგი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა სამინისტროში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად განვიხილეთ ის გეგმა, რომელიც ჰაერის მართვის კუთხით არის შემუშავებული. ეს არის აგლომერაციული გეგმა თბილისის გარშემო რამდენიმე ქალაქს აერთიანებს: გარდაბანს, რუსთავს, მცხეთას და ჰაერის მართვით გვაქვს აღებული ვალდებულებები მუნიციპალიტეტს, მთავრობას, საპარლამენტო გუნდს, რომ გარკვეული ცვლილებებით აუცილებელია ეს პოზიტიური წინსვლა არ შევაჩეროთ.

გულწრფელად რომ გითხრათ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ქალაქის ეკოლოგია და აქაც კარგად გვესმის, რომ ოქროს შუალედი გვაქვს დასაცავი, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები. სამინისტროსაც ვთხოვთ იგივე პოზიციას, რომ საწარმოებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინვესტიცია, რომელსაც ჩადებენ გადაიარაღების, გაუმჯობესების კუთხით, რამდენ ადამიანზე იქონიებს ძალიან პოზიტიურ გავლენას და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავის მერია უკომპრომისო ვიქნებით, იმიტომ რომ პირველი არის ჯანმრთელობა და მერე ყველაფერი დანარჩენი.

ჩვენ გვქონდა შეხვედრები საწარმოებთან და მათთან ვსაუბრობდით, რომ გვესმის, რომ აქ არიან დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეები და როდესაც ოქროს შუალედზე ვსაუბრობ, მათ შორის მუნიციპალიტეტს და მთავრობას გვიწევს, რომ გვქონდეს ვთქვათ ხისტი მიდგომა, რომელიც გამოიწვევს დახურვას საწარმოს და უმუშევრობა გაიზრდება, ან გვქონდეს მათთან მუდმივი სამუშაო რეჟიმი ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც უახლოეს პერიოდში პარლამენტში კიდევ დაინიცირდება - მუნიციპალიტეტს და გარემოს დაცვის სამინისტროს ჰქონდეს უფრო მეტი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ კომპანიები მოაწესრიგონ მათი ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს რუსთავის მერი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image წლიდან წლამდე მწვანე ენერგიის წილი ჩვენი ენერგიის წარმოებაში იზრდება - დავით ნარმანია

06.11.2026.18:27

წლიდან წლამდე მწვანე ენერგიის წილი ჩვენი ენერგიის წარმოებაში იზრდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში, თუ რამე შენდება და შედის ექსპლუატაციაში საქართველოში, ეს არის მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროები. უკვე მერამდენე წელია, არაგანახლებადი ენერგიის წყარო ექსპლუატაციაში არ შესულა. ძირითადად, აქამდე მცირე და საშუალო ჰესები შენდებოდა და შედიოდა ექსპლუატაციაში, ახლა კი ბოლო პერიოდში უფრო წინ წამოვიდა ქარის სადგურები და მზის სადგურები.

ერთ ქარის სადგურზე ჩვენ უკვე გავეცით რამდენიმე თვის წინ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია კასპის მუნიციპალიტეტში. ახლა მზადდება და ექსპლუატაციაში შედის ქარის დიდი სადგური, 200 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრით, რომელიც ასევე შემოვა ჩვენთან განაცხადით და უნდა გავცეთ მასზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია.

ასევე, სხვა ქარის სადგურები შენდება მარნეულის მუნიციპალიტეტში. შენდება რამდენიმე მზის სადგურიც, რომლებიც არ იქნება მცირე - 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრის და მეტი. ამ ეტაპზე ორი სადგური შენდება, რომლებიც ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ შემოვლენ ჩვენთან შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით.

ამიტომ ბოლო პერიოდში ასეთი განახლებადი ენერგიის წყაროების, როგორიც არის მზისა და ქარის სადგურები, აქტივობა უფრო მეტად შეინიშნება. ასევე, შენდება, რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებიც, რომლებიც ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში.

ამდენად, წლიდან წლამდე მწვანე ენერგიის წილი ჩვენს ენერგიის წარმოებაში იზრდება და მიხარია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ამ საერთო კალათაში ეტაპობრივად უფრო მეტი წილი ექნება ქარისა და მზის სადგურებს“, - აცხადებს დავით ნარმანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა