ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის - გენადი არველაძე
ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის , - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის, რომელიც ძალიან პროგრესით ვითარდება და აღნიშნული მეტწილად განავითარა იმ მაღალი დონის ვიზიტებმა და ურთიერთობებმა, რომელიც განვითარდა როგორც ბიზნეს, ასევე სამთავრობო ნაწილში. მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხითაც ვიზიტი, რომ ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება - მაღალი დონის შეხვედრები, რომელიც გაიმართა აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში. გვქონდა შეხვედრები კომერციის მინისტრთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმების განახლებას თავისუფალი ვაჭრობის, რომელიც ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო რეფორმების და განვითარების შესაბამის კომიტეტთან, რომელიც ასევე უმაღლესი დონის უწყება არის, რომელიც კურირებს პირადად „ერთი გზა ერთი სარტყელის“ განვითარების მიმართულებას და ასევე იმ სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, რომელსაც ჩინეთი იყენებს სხვადასხვა გადაზიდვის მიმართულებით. შესაბამისად, ასევე აღნიშნული უწყება კურირებს ინვესტიციების მიმართულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მნიშვნელოვანი იყო ასევე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ შევხვდით უმსხვილესი კორპორაციის წარმომადგენლებს, როგორც ავტოინდუსტრიის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით. ასევე იყო ავიაგადაზიდვების შესაბამის წარმომადგენლებთან: „China Eastern“-თან და „China Southern“-თან. და აღნიშნული შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ზოგადად ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით ", - აცხადებს გენადი არველაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
10.11.2026.18:42
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქთარმა ხელი მოაწერეს „საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას".
შეთანხმების მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.
პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.
ხელმოწერის ცერემონია თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.