ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შექმნა უნიკალური გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი
„ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რა თქმა უნდა, ტექ, IT სექტორი წარმოადგენს ამ მიმართულების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის ტექნო ჰაბში TUMO-ს სასწავლო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით გაწეულ სამუშაოზე გააკეთა აქცენტი.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შექმნა უნიკალური გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. დღეს ჩვენ 200-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანია გვყავს ქვეყანაში, რომლებიც ავითარებენ, მუშაობენ საერთაშორისო პროექტებზე და რეალურად წარმოაჩინეს, საქართველო გააჩინეს მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე და ამ სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 10%-ს მიუახლოვდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ საქართველოს კონკურენტუნარიანობა და მიზიდულობა", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა , რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად აქვს გარკვეული ახალი ინიციატივები, როგორც საგადასახადო, ასევე სხვა მიმართულებით, იმისათვის, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. მისი თქმით, დღეს ქუთაისის ტექნო ჰაბში საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სექტორის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„ამ ძალიან მნიშვნელოვან ბაზარზე დღევანდელი შეხვედრაც მიეძღვნა, ერთი მხრივ, გარკვეულ შეჯამებას სექტორის განვითარების თვალსაზრისით და იმ გამოწვევებს, იმ უპირატესობებს, რაც ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად კიდევ უფრო წარმოვაჩინოთ მსოფლიო ბაზარზე. ვფიქრობ, რომ ასეთი თანამშრომლობა არის ის საფუძველი, რომელმაც შექმნა ეს წარმატებული დარგი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და ჩვენს საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს - მარიამ ქვრივიშვილი არქი გრანდ ავენიუს პროექტზე
08.10.2026.22:49
„თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და ჩვენს საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს - სწორედ ასეთი პროექტია არქი გრანდ ავენიუ", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებაში მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები.
„მოხარული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილია მისი განვითარების ახალი ეტაპი - პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას აერთიანებს და თბილისის ურბანული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მაგალითს წარმოადგენს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო პარტნიორები - ჰილტონი, ვინდჰემი და წამყვანი არქიტექტურული თუ ურბანული კომპანიები", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო, სტაბილური და მიმზიდველი ქვეყანაა, ხოლო ჩვენი სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.