მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.2
-0.0114
flag
AZN 1.5561
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0019
flag
EUR 3.0156
-0.0021
flag
GBP 3.4952
-0.0028
flag
KZT 54.52
-0.0003
flag
TRY 0.0567
-0.0001
flag
USD 2.6453
-0.0009
news banner

ბოლო წლების მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პირველ კვარტალში ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს

news image
mbc image

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 348.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურ ჭრილში 4.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 3.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლების პირველი კვარტლების მონაცემების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფონზე, მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქონლით ვაჭრობის ბალანსმა შეიტანა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. ამასთან, საქონლის იმპორტი 11.4 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების ფონზე, სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.4 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.5 პროცენტი შეადგინა.

ამავდროულად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს კომპიუტერული და საინფორმაციო (ICT) მომსახურების ექსპორტი, რომელიც წლიურად 65.7 პროცენტით გაიზარდა და მშპ-ის 4.8 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებამ.

მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის წლიური ტემპი შენელდა და პირველ კვარტალში 0.5 პროცენტი შეადგინა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შენელება მნიშვნელოვნად დაბალანსდა როგორც ICT მომსახურებების ექსპორტის, ისე საქონლის ექსპორტის ზრდით.

მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება, რომლის მოცულობამ 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 3 პროცენტი შეადგინა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მაისის თვის, ასევე იანვარ-მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას l ვახტანგ ცინცაძე

30.06.2026.15:41

„მაისის თვეში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციების შეფასებისას.

მაისის თვის ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ზრდა სექტორების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ მაისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ჯანდაცვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ის ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება, მათ შორის საგარეო ვაჭრობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისის მონაცემებით, ექსპორტის დაახლოებით 20%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 66%-ს აჭარბებს. ამასთან, სხვა სექტორული მიმართულებებითაც წინასწარი მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული იმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა მომდევნო თვეებში იმაზე გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო თუ საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა