მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 10 - 14 აგვისტო

news image
mbc image

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 10 - 14 აგვისტოს კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

10 აგვისტო | გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის II კვარტალი)

10 აგვისტო | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის ივლისი)

13 აგვისტო | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის ივლისი)

14 აგვისტო | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის ივნისი)

14 აგვისტო | სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, სასამართლოს სტატისტიკა (2026 წლის I-II კვარტალი)

სებ-ის კალენდარი

10 აგვისტო | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის მეორე კვარტალში GCAP-მა კერძო პორტფელში შემავალ კომპანიებში ჯამურად 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა

10.08.2026.09:00

Georgia Capital-მა 2026 წლის მეორე კვარტლისა და პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.

2026 წლის მეორე კვარტალში GCAP-მა კერძო პორტფელში შემავალ კომპანიებში ჯამურად 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

0.8 მლნ ლარი განათლების ბიზნესში განხორციელებულ ინვესტიციაზე მოდიოდა.
0.7 მლნ ლარი განახლებადი ენერგიის ბიზნესში განხორციელებულ ინვესტიციაზე მოდიოდა. ,,მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი კვარტლის ძლიერი ფინანსური შედეგები, რაც ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების თანმიმდევრული და დისციპლინირებული შესრულების შედეგია. ეს კვლავაც უზრუნველყოფს ოპერაციულ ეფექტიანობასა და ჩვენი აქციონერებისთვის ღირებულების მდგრად შექმნას. 2026 წლის მეორე კვარტალში ერთ აქციაზე წმინდა აქტივების ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს - 175.12 ლარს (50.10 ფუნტ სტერლინგს) მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 13.1%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ასახავს ჯგუფის ყველა ძირითად ბიზნესში დაფიქსირებულ ძლიერ ოპერაციულ შედეგებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს Georgia Capital-ის გრძელვადიან ღირებულებისა და ზრდის პოტენციალს აქციონერებისთვის. კომპანიის საჯაროდ სავაჭრო პორტფელმა კვარტლის განმავლობაში 484.1 მილიონი ლარის ღირებულება შექმნა, რამაც ერთ აქციაზე NAV-ის ზრდას 9.4 პროცენტული პუნქტით შეუწყო ხელი. აღნიშნული ზრდა ძირითადად Lion Finance Group PLC-ის აქციის ფასის 22.1%-იანი მატებით იყო განპირობებული. ჯამში, პორტფელმა კვარტლის განმავლობაში 720 მილიონ ლარზე მეტი ღირებულება შექმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მაღალი ხარისხისა და მდგრადი ზრდის შესაძლებლობას.

2026 წლის ივნისში Georgia Capital-მა წარმატებით დაასრულა თავისი საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების ბიზნესის m²-ის, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია, ადგილობრივ ინვესტორებზე გაყიდვა. აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Georgia Capital-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში გარიგებამ კიდევ უფრო გააძლიერა ჯგუფის ბალანსი, რადგან შეამცირა მისი საერთო რისკის პროფილი.

ჯგუფის ძლიერი ფინანსური მდგომარეობა, ჰოლდინგური კომპანიის დონეზე ვალის არარსებობა და კონსერვატიული ფინანსური პოლიტიკა ასევე აღიარა S&P Global Ratings-მა, რომელმაც Georgia Capital-ის საკრედიტო რეიტინგი BB-დან (Positive) BB-მდე (Stable) გააუმჯობესა.

შედეგად, Georgia Capital-ის საკრედიტო რეიტინგი სრულად გაუთანაბრდა საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფის ძლიერ ფინანსურ პროფილს. ამასთან, 2026 წლის 29 ივნისს, ჯგუფმა გამოაცხადა თავისი ქართული ჰოლდინგური კომპანიის Georgia Capital-ის 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ადგილობრივი ობლიგაციების ვადამდე სრულად გამოსყიდვის შესახებ. კომპანიამ უკვე გამოიყენა აღნიშნული ობლიგაციების ვადამდე გამოსყიდვის უფლება, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება 2026 წლის 19 აგვისტოს არის დაგეგმილი. ამავდროულად, კომპანიამ ასევე გამოაცხადა აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების მიმდინარე პროგრამის გახანგრძლივების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჯერ კიდევ დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გამოსყიდვაა დარჩენილი. მიმდინარე გამოსყიდვის პროგრამის დასრულების შემდეგ, ეს ტრანზაქციები სრულად დაასრულებს Georgia Capital-ის 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამას, თანაც საწყისად განსაზღვრულ 2027 წლის დეკემბრის ვადაზე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე. პროგრამის ვადაზე ადრე დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ძლიერ ფულად ნაკადებს და კაპიტალის განაწილებისადმი დისციპლინირებულ მიდგომას", - აღნიშნავს ირაკლი გილაური, Georgia Capital-ის CEO.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა