Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 13 - 17 ივლისი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 13 - 17 ივლისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
13 ივლისი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის ივნისი)
15 ივლისი | სტატისტიკური პუბლიკაცია „აკვაკულტურა საქართველოში 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
15 ივლისი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის მაისი)
17 ივლისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის წლიური, დაზუსტებული)
სებ-ის კალენდარი
15 ივლისი | ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით
15 ივლისი | ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით
15 ივლისი | ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის - ლაშა აბაშიძე
13.07.2026.00:13
„ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა“, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენების შესახებ.
მისი თქმით, რკინიგზისთვის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ თუ აქამდე ანაკლიის პორტის ძირითადი კონცენტრაცია მხოლოდ საკონტეინერო მიმართულებაზე იყო, ახლა ის იქნება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის. ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით, მიემართება მშრალი და ნაყარი ტვირთები. ეს პორტი უკვე იქნება მრავალფუნქციური, რომელიც აღნიშნული ტვირთების გადაზიდვაში იქნება ჩართული. ჩვენ კი საშუალებას მოგვცემს რომ გავზარდოთ გადაზიდვები და მოვახდინოთ გაცილებით მეტი ტვირთის გატარება“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.