Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 15 - 19 ივლისი
რა ეკონომიკური სიხლეები იგეგმება მიმდინარე კვირას, Business Insider Georgia 15-19 ივლისის ეკონომიკურ კალენდარს გთავაზობთ:
საქსტატის კალენადრი:
15 ივლისი - საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2024 წლის ივნისი);
15 ივლისი - ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2024 წლის მაისი);
19 ივლისი - საგარეო ვაჭრობა (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - ადგილობრივი ექსპორტი (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2023 წლის წლიური, დაზუსტებული);
19 ივლისი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - ექსპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - იმპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ივნისი);
19 ივლისი - მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2024 წლის ივნისი);
სებ-ის კალენდარი:
15 ივლისი - ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით;
17ივლისი - ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით;
17 ივლისი - ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით;
18 ივლისი - სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონების შედეგები;
19 ივლისი - მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2010=100;
საქართველოს პარლამენტი:
15 ივლისი - 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826