Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 15 - 19 ივნისი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 15 - 19 ივნისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
15 ივნისი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის მაისი)
15 ივნისი | ნამუშევარი საათების ინდექსი (2026 წლის I კვარტალი)
15 ივნისი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის აპრილი)
15 ივნისი | სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)
15 ივნისი | სასაკლაოების გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)
15 ივნისი | ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)
16 ივნისი | სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2025“ (სოფლის მეურნეობის დაზუსტებული მაჩვენებლები, 2025 წელი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
16 ივნისი | დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2026 წლის I კვარტალი)
19 ივნისი | მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)
19 ივნისი | საგარეო ვაჭრობა (2026 წლის მაისი)
19 ივნისი | ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის მაისი)
19 ივნისი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი)
19 ივნისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის მაისი)
19 ივნისი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი)
19 ივნისი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი)
სებ-ის კალენდარი
10 ივნისი |
სხვა სიახლეები
კომპანია BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად - ინგა ფხალაძე
12.06.2026.18:30
საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ კომპანია BP-ის მიმართ სამი ათწლეულის განმავლობაში გამორჩეული პარტნიორობისა და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორსა თუ ზოგად განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ კომპანია BP-ს საქართველოში საქმიანობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე, BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად. ინგა ფხალაძის შეფასებით, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ადრეული განვითარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) მშენებლობითა და ექსპლუატაციაში შეყვანით, საქართველოს ძირითად საერთაშორისო ენერგეტიკულ დერეფნებში ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა BP-ის ჩართულობას.
„ამ უმნიშვნელოვანესმა პროექტებმა არამხოლოდ განამტკიცა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელიც მოუტანა საქართველოს - მათ ხელი შეუწყვეს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, მილსადენის მარშრუტების გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და, ზოგადად, ადგილობრივი თემების გაძლიერებას. საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის შედეგია“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველო კვლავაც იმ ინიციატივების მხარდაჭერის ერთგულია, რომლებიც აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ინოვაციებს და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადასვლის პროცესს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.