Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 16 - 20 სექტემბერი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 16 - 20 სექტემბრის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი:
16 სექტემბერი | ტრანსპორტის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2023 წელი)
16 სექტემბერი | დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2024 წლის II კვარტალი)
18 სექტემბერი | მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2024 წლის II კვარტალი, წინასწარი)
18 სექტემბერი | მონაცემები ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ (2024 წლის იანვარი-ივნისი)
19 სექტემბერი | საგარეო ვაჭრობა (2024 წლის აგვისტო)
19 სექტემბერი | ადგილობრივი ექსპორტი (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | იმპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აგვისტო)
20 სექტემბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2024 წლის აგვისტო)
სებ-ის კალენდარი:
20 სექტემბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2010=100
16 სექტემბერი | ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით
16 სექტემბერი | ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826