Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 17 - 21 აგვისტო
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 17 - 21 აგვისტოს კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
17 აგვისტო | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2025 წლის წლიური, დაზუსტებული)
17 აგვისტო | მეცხოველეობის მაჩვენებლები (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი)
17 აგვისტო | სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგები (2026 წლის II კვარტალი)
17 აგვისტო | სასაკლაოების გამოკვლევის შედეგები (2026 წლის II კვარტალი)
17 აგვისტო | ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2026 წლის II კვარტალი)
19 აგვისტო | ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2026 წლის II კვარტალი)
19 აგვისტო | სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2026 წლის II კვარტალი)
19 აგვისტო | საგარეო ვაჭრობა (2026 წლის ივლისი)
19 აგვისტო | ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივლისი)
20 აგვისტო | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2026 წლის ივლისი)
სებ-ის კალენდარი
17 აგვისტო | ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით
17 აგვისტო | ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით
17 აგვისტო | ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით
20 აგვისტო | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020=100
სხვა სიახლეები
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია - Galt & Taggart
17.08.2026.09:30
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2026 წლის II კვარტლის მიმოხილვა" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. გაყიდული ბინების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის კლებადმა ქირის ამონაგებმა შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.
,,საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 13.4%-ით 2,200 ბინამდე გაიზარდა (+11.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 5.3%-ით 1,968 ბინამდე შემცირდა (+7.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად მნიშნველოვნად 35.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში +47.9% წ/წ.
2026 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,960 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.8% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 1,497 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს", - წერს Galt & Taggart-ი.
დოკუმენტის თანახმად, ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წლის მეორე კვარტალში წლიურად 4.2%-ით შემცირდა. ADR-ის შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც შესადარის ქალაქებს შორის კვლავ ერთ-ერთი მაღალია.