Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 2 - 6 მარტი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 2 - 6 მარტის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
4 მარტი | რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის გამოკვლევის შედეგები (2025 წლის ბოლოსათვის)
4 მარტი | ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2025 წელი)
4 მარტი | ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რაოდენობა (2025 წელი)
4 მარტი | საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობების მაჩვენებლები (2026 წელი, ექსპრეს მონაცემები)
4 მარტი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2026 წლის თებერვალი)
6 მარტი | საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და ა. შ.) (2025 წლის IV კვარტალი)
სებ-ის კალენდარი
2 მარტი | საპროცენტო განაკვეთები ფულად და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე
2 მარტი | სახაზინო ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით
2 მარტი | სავალო ფასიანი ქაღალდები
2 მარტი | საშუალოთვიური გაცვლითი კურსები
2 მარტი | ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი (ყოველთვიური)
4 მარტი | წლიური ინფლაცია
4 მარტი | საშუალო წლიური ინფლაცია
4 მარტი | ყოველთვიური ინფლაცია
5 მარტი | RTGS - ის სტატისტიკა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826