Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 20 - 24 აპრილი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 20 - 24 აპრილის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
20 აპრილი | საგარეო ვაჭრობა (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მარტი)
20 აპრილი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2026 წლის მარტი)
22 აპრილი | მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების, საქალაქო და სასოფლო დასახლებების, სქესის და ასაკის მიხედვით საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების საფუძველზე
23 აპრილი | საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2026 წლის I კვარტალი)
24 აპრილი | მოსახლეობის რიცხოვნობა (2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
24 აპრილი | მოსახლეობის რიცხოვნობა (2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
24 აპრილი | მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა (2025 წელი)
24 აპრილი | გარე მიგრაციის მაჩვენებლები (2025 წელი)
24 აპრილი | მოსახლეობის რიცხოვნობა სქესისა და ასაკის მიხედვით (2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
24 აპრილი | მოსახლეობის რიცხოვნობა სქესისა და ასაკის მიხედვით (2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
24 აპრილი | ძირითადი დემოგრაფიული კოეფიციენტები, 2025 წელი
24 აპრილი | საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის მაჩვენებლები (2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
21 აპრილი | საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი
24 აპრილი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020=100
სხვა სიახლეები
სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.14:40
GITA-ს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე წლიდან ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი ოპერირებს, რომელთა მთავარი მიზანი ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე გასვლაა. GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ქსელისა და წამყვან ტექნოლოგიურ გამოფენებში მონაწილეობის პარალელურად, წელს სააგენტო სტარტაპებისთვის ახალ მიმართულებას - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარსაც ხსნის და ამ მიზნით სინგაპურში აქტიურობას გეგმავს.
„ასეთ გიგანტებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენი სტარტაპები გლობალური ქსელის ნაწილად იქცნენ. გარდა ამისა, წლევანდელი წლიდან საქართველოში უკვე გვყავს ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორი. მათი პროექტების დიზაინი იმგვარად არის შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სტარტაპების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ამ ოთხივე აქსელერატორს უამრავი პარტნიორული ქსელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ წინასწარ სწორად განვსაზღვრეთ სტრატეგია, ვინაიდან ზოგიერთი სტარტაპის სამიზნე მიმართულება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, სხვებისთვის კი - ცენტრალური აზია, ევროპული, აზიური თუ აფრიკული ბაზრები. ამ აქსელერატორებთან ერთად ჩვენ დაბალანსებულად შევძელით და ეს გლობალური ნეთვორქი საქართველოში უკვე შემოვიტანეთ.
გარდა ამისა, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო ინოვაციურ კონფერენციებსა და გამოფენებში. მათ შორისაა Web Summit-ი პორტუგალიაში, CES-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა. წელს ამ სიას უკვე სინგაპურსაც ვამატებთ, რათა სტარტაპებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიებს მინიმალური დანახარჯები ჰქონდეთ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ბაზარზე ტესტირების გასავლელად და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემაში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კასრაძემ.