Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 20 - 24 მაისი
რა ეკონომიკური სიხლეები იგეგმება მიმდინარე კვირას, Business Insider Georgia 20-24 მაისის ეკონომიკურ კალენდარს გთავაზობთ:
საქსტატის კალენადრი:
20 მაისი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - ექსპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - იმპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი)
20 მაისი - სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2024 წლის I კვარტალი);
20 მაისი - საგარეო ვაჭრობა (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - ადგილობრივი ექსპორტი (2024 წლის აპრილი);
20 მაისი - ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2024 წლის I კვარტალი).
24 მაისი - ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები), (2023 წელი);
სებ-ის კალენდარი:
20 მაისი - მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2010=100;
22 მაისი - მონეტარული კომიტეტის სხდომა;
მთავრობის კალენარი:
20 მაისს, 11:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება;
20 მაისი ანონსი:
20 მაისს, 11:00 საათზე, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილ „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.
პარლამენტის კალენდარი:
20 მაისს 12:00 საათზე, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
20 მაისს 12:00 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი(C კორპუსი, V სართული)
20 მაისს 13:00 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
20 მაისს 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826