მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 21 - 25 სექტემბერი

news image
mbc image

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 21 - 25 სექტემბერის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

21 სექტემბერი | საგარეო ვაჭრობა (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)

21 სექტემბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2026 წლის აგვისტო)

23 სექტემბერი | მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2026 წლის II კვარტალი)

25 სექტემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკა საქართველოში 2025 წლის ანგარიში“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)

სების კალენდარი

21 სექტემბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020=100

25 სექტემბერი | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა

25 სექტემბერი | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა

25 სექტემბერი | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები

25 სექტემბერი | ფინანსური ინსტიტუტები

25 სექტემბერი | დეპოზიტები (ნაშთები)

25 სექტემბერი | ბანკთაშორისი დეპოზიტები (ნაშთები)

25 სექტემბერი | ფიზიკური პირების დეპოზიტები (ნაშთები)

25 სექტემბერი | იურიდიული პირების დეპოზიტები (ნაშთები)

25 სექტემბერი | დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები)

25 სექტემბერი | ვადიანი დეპოზიტები, მოცულობების მიხედვით (ნაკადები)

25 სექტემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადები)

25 სექტემბერი | დეპოზიტები უცხოური ვალუტების მიხედვით

25 სექტემბერი | დეპოზიტების ვადიანობის მაჩვენებლები

25 სექტემბერი | ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები)

25 სექტემბერი | ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები)

25 სექტემბერი | სამომხმარებლო სესხები (ნაშთები)

25 სექტემბერი | უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები

25 სექტემბერი | სესხები რეგიონების მიხედვით

25 სექტემბერი | სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ნაკადები)

25 სექტემბერი | სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები)

25 სექტემბერი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაშთები)

25 სექტემბერი | სესხები მიზნობრიობის მიხედვით (ნაშთები)

25 სექტემბერი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაკადები)

25 სექტემბერი | სესხები მოცულობების მიხედვით (ნაკადები) 

25 სექტემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე, საკრედიტო პროდუქტების მიხედვით

25 სექტემბერი | სესხების ვადიანობის მაჩვენებლები

25 სექტემბერი | სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით და ევროთი განხორციელებული ოპერაციები

25 სექტემბერი | რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი

25 სექტემბერი | საგადახდო ბარათების რაოდენობა

25 სექტემბერი | საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები

25 სექტემბერი | საგადახდო ბარათების მომსახურება

25 სექტემბერი | რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატისტიკა

25 სექტემბერი | საგარეო ვაჭრობა ქვეყნების მიხედვით*

25 სექტემბერი | საგარეო ვაჭრობა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით*

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია შევქმნათ ბიზნესითვის კონკურენტული, გამჭირვალე და ეფექტური გარემო, რომლის პირობებში მომხმარებელი იღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე - შოთა ბერეკაშვილი

21.11.2026.10:46

თბილისმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემატურ პანელზე, რომელიც სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე ფასების გამჭვირვალობისა და ინფორმირებული არჩევანის საკითხს დაეთმო, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხედვაზე ისაუბრა სასურსათო ბაზრებზე ფასებსა და ზოგად გამოწვევებთან დაკავშირებით.

„მომხმარებლის დაცვისა და სამომხმარებლო ბაზარზე საუკეთესო ფასის მიღწევისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებაა და არა ფასების ადმინისტრაციული რეგულირება. ამ მიმართულებით გადამწყვეტია შემდეგი კომპონენტების ერთობლიობა: ჯანსაღი კონკურენცია, პროცესების სისწრაფე, გამჭვირვალობა და მომხმარებლის სრული ინფორმირებულობა“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების ორი ძირითადი მოდელი არსებობს: ყოველდღიურად დაბალი ფასების (Everyday Low Price) და მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელები.

„კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება. ამ მიმართულებით შემუშავებული ელექტრონული პლატფორმის ფარგლებში, 23 საბაზისო პროდუქტზე ფასების შემცირების მექანიზმი ამოქმედდა. სავაჭრო ქსელებს მიეცათ შესაძლებლობა, 23 პროდუქტზე სხვადასხვა ბრენდის როტაციის გზით, მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ ხელსაყრელი ფასი და ხარისხიანი პროდუქტი. აღნიშნული მიდგომის შედეგად, საბაზისო პროდუქტებზე ფასები დამატებით, საშუალოდ, 14%-ით შემცირდა. სამომავლოდ იგეგმება პლატფორმის გაფართოება და პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოში დისტრიბუციის ფრაგმენტული სტრუქტურაა, რაც მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობაზე აისახება. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დისტრიბუციის პროცესების ოპტიმიზაციას და გავაძლიეროთ პირდაპირი კავშირები მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის - იქნება ეს იმპორტიორი თუ ადგილობრივი მწარმოებელი. საოპერაციო ხარჯების შემცირება, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საბოლოო ფასების ოპტიმიზაციაზეც დადებითად აისახება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციისა და ვაჭრობის ეტაპებზე, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

რაც შეეხება საშუალოვადიან ნაბიჯებს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, რომელიც სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობებს უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს გახდის. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რათა მათ მკაფიო და გასაგები პირობები, შემცირებული საოპერაციო დანახარჯები და გასაღების ბაზრებზე პირდაპირი წვდომის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, 22 ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა