Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 22 - 26 ივლისი
რა ეკონომიკური სიხლეები იგეგმება მიმდინარე კვირას, Business Insider Georgia 22-26 ივლისის ეკონომიკურ კალენდარს გთავაზობთ:
საქსტატის კალენდარი:
23 ივლისი - საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2024 წლის II კვარტალი);
26 ივლისი - ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებებისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები (2022 წელი);
26 ივლისი - სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2023 წელი);
სებ-ის კალენდარი:
25 ივლისი - სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა;
25 ივლისი - დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა;
25 ივლისი - ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები;
25 ივლისი - დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები) - ფინანსური ინსტიტუტები;~
25 ივლისი - დეპოზიტები (ნაშთები); ბანკთაშორისი დეპოზიტები (ნაშთები); იურიდიული პირების დეპოზიტები (ნაშთები); ფიზიკური პირების დეპოზიტები (ნაშთები); დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები);
25 - ივლისი - ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები);
25 - ივლისი - საგადახდო ბარათების რაოდენობა; საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები; საგადახდო ბარათების მომსახურება;
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826