Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 23 - 27 მარტი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 23 - 27 მარტის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
26 მარტი | მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2025 წლის IV კვარტალი)
27 მარტი | ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება, 2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
25 მარტი | მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
25 მარტი | სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით და ევროთი განხორციელებული ოპერაციები
25 მარტი | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
25 მარტი | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
25 მარტი | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები
25 მარტი | ფინანსური ინსტიტუტები
25 მარტი | დეპოზიტები (ნაშთები)
25 მარტი | ბანკთაშორისი დეპოზიტები (ნაშთები)
25 მარტი | ფიზიკური პირების დეპოზიტები (ნაშთები)
25 მარტი | დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები)
25 მარტი | ვადიანი დეპოზიტები, მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
25 მარტი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადები)
25 მარტი | დეპოზიტები უცხოური ვალუტების მიხედვით
25 მარტი | დეპოზიტების ვადიანობის მაჩვენებლები
25 მარტი | ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები)
25 მარტი | კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები)
25 მარტი | სამომხმარებლო სესხები (ნაშთები)
25 მარტი | უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები
25 მარტი | სესხები რეგიონების მიხედვით
25 მარტი | სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ნაკადები)
25 მარტი | სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები)
25 მარტი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაშთები)
25 მარტი | სესხები მიზნობრიობის მიხედვით (ნაშთები)
25 მარტი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაკადები)
25 მარტი | სესხები მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
25 მარტი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე
25 მარტი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე, საკრედიტო პროდუქტების მიხედვით
25 მარტი | სესხების ვადიანობის მაჩვენებლები
25 მარტი | რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი
25 მარტი | საგადახდო ბარათების რაოდენობა
25 მარტი | საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები
25 მარტი | საგადახდო ბარათების მომსახურება
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826