Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 24 - 28 ივნისი
რა ეკონომიკური სიხლეები იგეგმება მიმდინარე კვირას, Business Insider Georgia 24-28 ივნისის ეკონომიკურ კალენდარს გთავაზობთ:
საქსტატის კალენდარი:
24 ივნისი - ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები), (2023 წელი);
27 ივნისი - საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2024 წლის I კვარტალი, წინასწარი);'
28 ივნისი - ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის მარტი)
პარლამენტის კალენდარი:
24 ივნისი - 12:00 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება. პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
24 ივნისი - 13:00 საათზე, პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
24 ივნისი - 13:00 საათზე, პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
24 ივნისი - 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
24 ივნისი - 16:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)
24 ივნისი - 16:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
24 ივნისი - 17:00 საათზე, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)
სებ-ის კალენდარი:
25 ივნისი - კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები);
25 ივნისი - სამომხმარებლო სესხები (ნაშთები);
25 ივნისი - უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები;
25 ივნისი - სესხები რეგიონების მიხედვით;
25 ივნისი - სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ნაკადები);
25 ივნისი - სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები); სესხები დებიტორების მიხედვით (ნაშთები); სესხები მიზნობრიობის მიხედვით (ნაშთები);სესხები დებიტორების მიხედვით (ნაკადები); სესხები მოცულობების მიხედვით (ნაკადები); საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, კვარტლებისა და წლების მიხედვით;საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე; საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე, საკრედიტო პროდუქტების მიხედვით;სესხების ვადიანობის მაჩვენებლები;
25 ივნისი -სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით და ევროთი განხორციელებული ოპერაციები;
25 ივნისი - საგადახდო ბარათების რაოდენობა; საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები; საგადახდო ბარათების მომსახურება;
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826