Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 25 - 29 ნოემბერი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 25 - 29 ნოემბრის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი:
25 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2024 წლის III კვარტალი, წინასწარი)
25 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, 2023“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
25 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „ბიზნეს სექტორი საქართველოში 2023“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
27 ნოემბერი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის სექტემბერი)
29 ნოემბერი | ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2024 წლის III კვარტალი)
29 ნოემბერი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის ოქტომბერი)
29 ნოემბერი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის ოქტომბერი)
29 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „კვარტალური ბიულეტენი, 2024.III“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
სებ-ის კალენდარი:
25 ნოემბერი | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
25 ნოემბერი | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
25 ნოემბერი | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები
29 ნოემბერი | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
29 ნოემბერი | კომერციული ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
29 ნოემბერი | კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
29 ნოემბერი | მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები და პასივები
25 ნოემბერი | ფინანსური ინსტიტუტები
25 ნოემბერი | დეპოზიტები (ნაშთები)
25 ნოემბერი | ბანკთაშორისი დეპოზიტები (ნაშთები)
25 ნოემბერი | ფიზიკური პირების დეპოზიტები (ნაშთები)
25 ნოემბერი | იურიდიული პირების დეპოზიტები (ნაშთები)
25 ნოემბერი | დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | ვადიანი დეპოზიტები, მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადები)
25 ნოემბერი | დეპოზიტები უცხოური ვალუტების მიხედვით
25 ნოემბერი | დეპოზიტების ვადიანობის მაჩვენებლები
25 ნოემბერი | ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები)
25 ნოემბერი | კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები)
25 ნოემბერი | სამომხმარებლო სესხები (ნაშთები)
25 ნოემბერი | უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები
25 ნოემბერი | სესხები რეგიონების მიხედვით
25 ნოემბერი | სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები)
25 ნოემბერი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაშთები)
25 ნოემბერი | სესხები მიზნობრიობის მიხედვით (ნაშთები)
25 ნოემბერი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | სესხები მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე
25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე, საკრედიტო პროდუქტების მიხედვით
25 ნოემბერი | სესხების ვადიანობის მაჩვენებლები
25 ნოემბერი | სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით და ევროთი განხორციელებული ოპერაციები
25 ნოემბერი | რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი
25 ნოემბერი | საგადახდო ბარათების რაოდენობა
25 ნოემბერი | საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები
25 ნოემბერი | საგადახდო ბარათების მომსახურება
29 ნოემბერი | კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
29 ნოემბერი | მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
29 ნოემბერი | სესხის გამცემი სუბიექტებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826