Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 26 - 30 აგვისტო
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 12 აგვისტო - 16 აგვისტოს კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი:
26 აგვისტო | საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2024 წლის II კვარტალი, წინასწარი)
26 აგვისტო | სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი)
27 აგვისტო | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის ივნისი)
29 აგვისტო | ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2024 წლის II კვარტალი)
30 აგვისტო | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის ივლისი)
30 აგვისტო | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის ივლისი)
30 აგვისტო | სტატისტიკური პუბლიკაცია „კვარტალური ბიულეტენი, 2024.II“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
სებ-ის კალენდარი:
26 აგვისტო | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
26 აგვისტო | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
26 აგვისტო | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები
26 აგვისტო | ფინანსური ინსტიტუტები
26 აგვისტო | დეპოზიტები (ნაშთები)
26 აგვისტო | ბანკთაშორისი დეპოზიტები (ნაშთები)
26 აგვისტო | ფიზიკური პირების დეპოზიტები (ნაშთები)
26 აგვისტო | იურიდიული პირების დეპოზიტები (ნაშთები)
26 აგვისტო | დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები)
26 აგვისტო | ვადიანი დეპოზიტები, მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
26 აგვისტო | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადები)
26 აგვისტო | დეპოზიტები უცხოური ვალუტების მიხედვით
26 აგვისტო | დეპოზიტების ვადიანობის მაჩვენებლები
26 აგვისტო | ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები)
26 აგვისტო | კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები)
26 აგვისტო | სამომხმარებლო სესხები (ნაშთები)
26 აგვისტო | უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები
26 აგვისტო | სესხები რეგიონების მიხედვით
26 აგვისტო | სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ნაკადები)
26 აგვისტო | სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები)
26 აგვისტო | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაშთები)
26 აგვისტო | სესხები მიზნობრიობის მიხედვით (ნაშთები)
26 აგვისტო | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაკადები)
26 აგვისტო | სესხები მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
26 აგვისტო | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე
26 აგვისტო | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე, საკრედიტო პროდუქტების მიხედვით
26 აგვისტო | სესხების ვადიანობის მაჩვენებლები
27 აგვისტო | სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების შედეგები
30 აგვისტო | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
30 აგვისტო | კომერციული ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
30 აგვისტო | კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
30 აგვისტო | მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები და პასივები
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826