Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 27 აპრილი - 1 მაისი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 27 აპრილის - 1-ელი მაისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
27 აპრილი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის თებერვალი)
30 აპრილი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მარტი)
30 აპრილი | ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2026 წლის I კვარტალი)
30 აპრილი | ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2026 წლის I კვარტალი)
30 აპრილი | უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2026 წლის I კვარტალი)
30 აპრილი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მარტი)
სებ-ის კალენდარი
27 აპრილი | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
27 აპრილი | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
27 აპრილი | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები
27 აპრილი | ფინანსური ინსტიტუტები
27 აპრილი | დეპოზიტები (ნაშთები)
27 აპრილი | ბანკთაშორისი დეპოზიტები (ნაშთები)
27 აპრილი | ფიზიკური პირების დეპოზიტები (ნაშთები)
27 აპრილი | იურიდიული პირების დეპოზიტები (ნაშთები)
27 აპრილი | დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები)
27 აპრილი | ვადიანი დეპოზიტები, მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
27 აპრილი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადები)
27 აპრილი | საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე, კვარტლებისა და წლების მიხედვით
27 აპრილი | დეპოზიტები უცხოური ვალუტების მიხედვით
27 აპრილი | დეპოზიტების ვადიანობის მაჩვენებლები
27 აპრილი | ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები)
27 აპრილი | კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები)
27 აპრილი | სამომხმარებლო სესხები (ნაშთები)
27 აპრილი | უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები
27 აპრილი | სესხები რეგიონების მიხედვით
27 აპრილი | სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ნაკადები)
27 აპრილი | სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები)
27 აპრილი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაშთები)
27 აპრილი | სესხები მიზნობრიობის მიხედვით (ნაშთები)
27 აპრილი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაკადები)
27 აპრილი | სესხები მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
27 აპრილი | საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, კვარტლებისა და წლების მიხედვით
27 აპრილი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე
27 აპრილი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე, საკრედიტო პროდუქტების მიხედვით
27 აპრილი | სესხების ვადიანობის მაჩვენებლები
27 აპრილი | სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით და ევროთი განხორციელებული ოპერაციები
27 აპრილი | რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი
27 აპრილი | საგადახდო ბარათების რაოდენობა
27 აპრილი | საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები
27 აპრილი | საგადახდო ბარათების მომსახურება
27 აპრილი | საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკა
27 აპრილი | საგარეო ვაჭრობა ქვეყნების მიხედვით*
27 აპრილი | საგარეო ვაჭრობა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით*
30 აპრილი | მონეტარული აგრეგატები მთლიან შიდა პროდუქტთან
30 აპრილი | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
30 აპრილი | ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
30 აპრილი | ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
30 აპრილი | კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
30 აპრილი | მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
30 აპრილი | სესხის გამცემი სუბიექტებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826