Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 28 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 28 ოქტომბერი - 1 ნოემბერის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი:
28 ოქტომბერი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის აგვისტო)
28 ოქტომბერი | საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი)
30 ოქტომბერი | ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2024 წლის I-III კვარტალი)
30 ოქტომბერი | ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2024 წლის I-III კვარტალი)
30 ოქტომბერი | უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2024 წლის III კვარტალი)
30 ოქტომბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2023“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
30 ოქტომბერი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის სექტემბერი)
31 ოქტომბერი | მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები ქვეყნების და მომსახურების სახეების მიხედვით (2023 წელი, დაზუსტებული)
31 ოქტომბერი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის სექტემბერი)
1 ნოემბერი | უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში კვლევებისა და დამუშავებების გამოკვლევა (2023 წელი)
1 ნოემბერი | პატენტების რაოდენობა (2023 წელი)
სებ-ის კალენდარი:
28 ოქტომბერი | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
28 ოქტომბერი | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
28 ოქტომბერი | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები
31 ოქტომბერი | მონეტარული აგრეგატები მთლიან შიდა პროდუქტთან
31 ოქტომბერი | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
31 ოქტომბერი | კომერციული ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
31 ოქტომბერი | კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
28 ოქტომბერი | ფინანსური ინსტიტუტები
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826