Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 28 სექტემბერი - 2 ოქტომბერი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 28 სექტემბრის - 2 ოქტომბრის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
28 სექტემბერი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივლისი)
28 სექტემბერი | მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი)
28 სექტემბერი | ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი)
30 სექტემბერი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი)
30 სექტემბერი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2025 წელი, დაზუსტებული)
30 სექტემბერი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აგვისტო)
30 სექტემბერი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აგვისტო)
1 ოქტომბერი | საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2025 წელი)
1 ოქტომბერი | არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)
2 ოქტომბერი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
სების კალენდარი
30 სექტემბერი | კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
30 სექტემბერი | მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
30 სექტემბერი | სესხის გამცემ სუბიექტებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
30 სექტემბერი | მონეტარული აგრეგატები მთლიან შიდა პროდუქტთან
30 სექტემბერი | საგადასახდელო ბალანსი (BPM-5)
30 სექტემბერი | საგადასახდელო ბალანსი (BPM-6)
30 სექტემბერი | საგარეო ვალი (BPM-5)
30 სექტემბერი | საგარეო ვალი (BPM-6)
30 სექტემბერი | საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია (BPM-5)
30 სექტემბერი | საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია (BPM-6)
1 ოქტომბერი | საპროცენტო განაკვეთები ფულად და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე
1 ოქტომბერი | სახაზინო ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით
1 ოქტომბერი | სავალო ფასიანი ქაღალდები
1 ოქტომბერი | საშუალოთვიური გაცვლითი კურსები
1 ოქტომბერი | ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი (ყოველთვიური)
2 ოქტომბერი | წლიური ინფლაცია
2 ოქტომბერი | საშუალო წლიური ინფლაცია
2 ოქტომბერი | ყოველთვიური ინფლაცია
2 ოქტომბერი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2010=100
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826