Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 29 დეკემბერი - 2 იანვარი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 29 დეკემბერი - 2 იანვარის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
29 დეკემბერი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის ოქტომბერი)
29 დეკემბერი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2025 წლის III კვარტალი, წინასწარი)
29 დეკემბერი | მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით (2025 წლის III კვარტალი, წინასწარი)
29 დეკემბერი | ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2025 წლის III კვარტალი, წინასწარი)
30 დეკემბერი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის ნოემბერი)
31 დეკემბერი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის ნოემბერი)
სებ-ის კალენდარი
30 დეკემბერი | საგადასახდელო ბალანსი (BPM-5)
30 დეკემბერი | საგადასახდელო ბალანსი (BPM-6)
30 დეკემბერი | საგარეო ვალი (BPM-5)
30 დეკემბერი | საგარეო ვალი (BPM-6)
30 დეკემბერი | საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია (BPM-5)
30 დეკემბერი | საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია (BPM-6)
31 დეკემბერი | მონეტარული აგრეგატები მთლიან შიდა პროდუქტთან
31 დეკემბერი | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
31 დეკემბერი | ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
31 დეკემბერი | ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
31 დეკემბერი | საშუალოთვიური გაცვლითი კურსები
31 დეკემბერი | ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი (ყოველთვიური)
31 დეკემბერი | კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
31 დეკემბერი | მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
31 დეკემბერი | სესხის გამცემი სუბიექტებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826