Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 29 ივლისი - 2 აგვისტო
რა ეკონომიკური სიხლეები იგეგმება მიმდინარე კვირას, Business Insider Georgia 29 ივლისი - 2 აგვისტოს კალენდარს გთავაზობთ:
საქსტატის კალენდარი:
29 ივლისი - ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი);
29 ივლისი - ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის მაისი);
29 ივლისი - ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები (2023 წელი);
30 ივლისი - სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის ივნისი);
30 ივლისი - ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2024 წლის I-II კვარტალი);
30 ივლისი - ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2024 წლის I-II კვარტალი);
30 ივლისი - უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2024 წლის II კვარტალი);
31 ივლისი - საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) ერთეულის ღირებულების ინდექსები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (HS 2017) კარების დონეზე (2023 წელი კვარტალების მიხედვით);
31 ივლისი - ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის ივნისი);
2 აგვისტო - სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2024 წლის ივლისი);
სებ-ის კალენდარი:
2 აგვისტო - წლიური ინფლაცია;
2 აგვისტო - ყოველთვიური ინფლაცია;
2 აგვისტო - სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2010=100;
2 აგვისტო - მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2010=100;
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826