Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 30 მარტი - 3 აპრილი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 30 მარტი - 3 აპრილის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
30 მარტი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის თებერვალი)
30 მარტი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის იანვარი)
31 მარტი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2025 წლის IV კვარტალი, წინასწარი)
31 მარტი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2025 წლის წლიური, წინასწარი)
31 მარტი | პატენტების რაოდენობა (2025 წელი)
31 მარტი | მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით (2025 წლის IV კვარტალი, 2025 წლის წლიური, წინასწარი)
31 მარტი | ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2025 წლის IV კვარტალი, 2025 წლის წლიური, წინასწარი)
31 მარტი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის თებერვალი)
სებ-ის კალენდარი
31 მარტი | მონეტარული აგრეგატები მთლიან შიდა პროდუქტთან
31 მარტი | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
31 მარტი | ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
31 მარტი | ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
31 მარტი | საგადასახდელო ბალანსი (BPM-5)
31 მარტი | საგადასახდელო ბალანსი (BPM-6)
31 მარტი | საგარეო ვალი (BPM-5)
31 მარტი | საგარეო ვალი (BPM-6)
31 მარტი | საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია (BPM-5)
31 მარტი | საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია (BPM-6)
31 მარტი | კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
31 მარტი | მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
31 მარტი | სესხის გამცემი სუბიექტებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826