Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 31 აგვისტო - 4 სექტემბერი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 31 აგვისტო - 4 სექტემბერის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
31 აგვისტო | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივლისი)
31 აგვისტო | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივლისი)
2 სექტემბერი | ნათესი ფართობების მაჩვენებლები (2026 წელი, ექსპრეს მონაცემები)
2 სექტემბერი | შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები (2026 წელი)
3 სექტემბერი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)
3 სექტემბერი | საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2026 წლის II კვარტალი)
სების კალენდარი
31 აგვისტო | კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
31 აგვისტო | მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
31 აგვისტო | სესხის გამცემ სუბიექტებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
31 აგვისტო | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
31 აგვისტო | ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
31 აგვისტო | ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
31 აგვისტო | მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები და პასივები
1 სექტემბერი | საპროცენტო განაკვეთები ფულად და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე
1 სექტემბერი | სახაზინო ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით
1 სექტემბერი | სავალო ფასიანი ქაღალდები
1 სექტემბერი | საშუალოთვიური გაცვლითი კურსები
1 სექტემბერი | ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი (ყოველთვიური)
3 სექტემბერი | წლიური ინფლაცია
3 სექტემბერი | საშუალო წლიური ინფლაცია
3 სექტემბერი | ყოველთვიური ინფლაცია
3 სექტემბერი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2010=100
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826