Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 9 - 13 ნოემბერი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 9 - 13 ნოემბერის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
9 ნოემბერი | გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის III კვარტალი)
10 ნოემბერი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის ოქტომბერი)
13 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის ოქტომბერი)
13 ნოემბერი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
13 ნოემბერი | საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძის გამოკვლევის შედეგები (2025 წლის ბოლოსათვის)
13 ნოემბერი | ბიზნეს დემოგრაფიის მაჩვენებლები (2025 წელი)
13 ნოემბერი | რესურსებისა და გამოყენების ცხრილები მიმდინარე ფასებში (2025 წელი, დაზუსტებული)
13 ნოემბერი | მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოების, დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით; ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2025 წლის წლიური, დაზუსტებული)
13 ნოემბერი | დანახარჯებისა და გამოშვების ცხრილი მიმდინარე ფასებში (2025 წელი, დაზუსტებული)
13 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
სებ-ის კალენდარი
10 ნოემბერი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826