მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მხარს უჭერენ ინოვაციებს - ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

news image
mbc image

საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ინოვაციებს, - ამის შესახებ ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟდენეკ ტუმამ განაცხადა, რომელიც „თბილისის ფინანსური სამიტის" ერთ-ერთი სპიკერი იყო.

„ამ მხრივ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას და ეროვნული ბანკის აქტიურობას ფინანსური ინოვაციების სფეროში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „თბილისის ფინანსური სამიტი" გამორჩეულია ღონისძიება იყო, რომელმაც თავი მოუყარა ფინტექ სექტორის წარმომადგენლებს და საშუალება მისცა მონაწილეებს ბევრი რამ ესწავლათ არა მხოლოდ სტაბილურ მონეტებზე, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტაზე

„პანელი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ფოკუსირებული იყო ტრანსსასაზღვრო გადახდებზე, მაგრამ არსებობს მთელი რიგი სხვა საკითხები. ასე რომ, სამომავლოდ, თუ ვინმეს სურს იცოდეს, რას უნდა ველოდოთ ფინანსურ სექტორში ინოვაციების კუთხით, ეს არის შესანიშნავი ადგილი ამ თემებზე სასაუბროდ. მჯერა, რომ ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვიხილავთ ბევრ ახალ ინოვაციას ფინანსურ სექტორში. კარგად მახსოვს, რომ ხუთი-ათი წლის წინ ფინანსური სექტორი სრულიად განსხვავებული იყო და მას შემდეგ იაფი გადახდები უზარმაზარია. როგორც წესი, ახალი ტექნოლოგიები ფოკუსირებულია მომხმარებლებზე, აუმჯობესებს მათ მომსახურებას და გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ-სამ წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო მეტ ინოვაციას ვიხილავთ ფინანსურ სექტორში", - აღნიშნა ჟდენეკ ტუმამ.

„თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში ჟდენეკ ტუმამ მოდერატორობა გაუწია პანელს, სახელწოდებით „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება". პანელის მომხსენებლები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, Swift-ის Swift-ისგადახდების ბაზრის განვითარების ხელმძღვანელი ჯიმ სოიდემირი, UnionPay-ის ვიცე პრეზიდენტი ლუ ჰენგი და ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაციის ბიზნესის ხელმძღვანელი კიშან სრინივაში მონაწილეობდნენ.

დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.

პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

„თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა".

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში წარმოებულ ნატურალურ წვენებზე საექსპორტო ბაზრებზე მზარდი მოთხოვნაა 

29.10.2026.15:00

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 23 589.4 ათასი დოლარის ღირებულების 15 235.7 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით 16 784.3 ათასი დოლარის ღირებულების 10 615.7 ტონა წვენი იქნა გატანილი ქვეყნიდან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ღირებულებით ნაწილში ზრდა 40.55%-ია, ხოლო მოცულობების კუთხით 43.5%-იანი.

2026 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნატურალური წვენების ექსპორტი აშშ-ში განახორციელა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:

• აშშ - 3 768.8 ტონა;
• ავსტრალია - 3 106.1 ტონა;
• რუსეთი - 1 976.6 ტონა;
• გერმანია- 1 211.6 ტონა,
• ისრაელი - 1 158.1 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა