China Eastern Airlines-ის ოპერირებით, მოხდება ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება, ახალი ნაკადების საქართველოსკენ მომართვა, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავება - ლევან მოსეშვილი
China Eastern Airlines-ის ოპერირებით, მოხდება ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება, ახალი ნაკადების საქართველოსკენ მომართვა, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავება - ამის შესახებ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ისტორიული დღე იყო საქართველოს ავიაციისთვის, რადგან შესრულდა პირდაპირი ფრენა შანხაიდან თბილისის მიმართულებით. ეს იყო შორ დისტანციაზე ეგრეთ წოდებული Long-haul პირველი ფრენა, რომელიც რეგულარული ხასიათის იქნება. ფრენას შეასრულებს ერთ-ერთი ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines, რომელიც ჩინური ავიაკომპანიების სამეულში შედის. ფრენები შესრულდება კვირაში სამი სიხშირით, რაც ძალიან დიდი ეფექტის მომტანი არის, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდისთვის, ასევე ჩვენ ორ ქვეყნის შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა უფრო აადვილებს მიმოსვლას. ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება მოხდება, მოხდება ახალი ნაკადების წამოსვლა, მოხდება როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით რომ ახალი ბაზრები ავითვისოთ არამხოლოდ ევროპის მიმართულებით, არამედ აზიის მიმართულებით, რომელიც აქამდე საქართველოში არ სრულდებოდა.
მინდა კიდევ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ფრენა ასეთ მანძილზე და ასეთი დისტანციაზე ეს იმის მანიშნებელი არის რომ საქართველოში ავიაბაზარზე მოთხოვნა იზრდება. ისტორიაში პირველად რეგულარული ფრენა ასეთ შორ დისტანციაზე ეგრეთ წოდებული Long-haul ფრენა შეასულა გუშინ შანხაიდან თბილისის მიმართულებით China Eastern-მა წარმატებით. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტორი რომ პირველი ფრენა ძალიან დატვირთული იყო. 560-მდე მგზავრი იყო ჯამში ჩამოფრენაზეც და გაფრენაზეც. ფაქტობრივად სავსე იყო საჰაერო ხომალდი. მოთხოვნა ძალიან დიდია და ყოველწლიურად მზარდი არის“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში" მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა
17.07.2026.15:49
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში" მონაწილეობს.
ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა "პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის".
კონფერენციის ფარგლებში "ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაზე" დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.
შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.