მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.6
-0.0022
flag
AZN 1.5607
-0.0007
flag
CNY 39.184
-0.009
flag
EUR 3.0408
-0.0379
flag
GBP 3.5101
-0.0504
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0571
-0.0002
flag
USD 2.6527
-0.0016
news banner

ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა - ჭოუ ციენი

news image
mbc image

ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები.

„2025 წლის ოქტომბერში, პეკინში წარმატებით ჩატარდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეოთხე პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს და მიიღეს „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეთავაზება ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ“. მომავალში ჩინეთი გააგრძელებს მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, სტაბილურად გააგრძელებს სისტემურ გახსნილობას, მულტილატერალური სავაჭრო სისტემის დაცვას, საერთაშორისო მიმოქცევის გაფართოებას, გახსნილობის მეშვეობით რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობას, მსოფლიოს ქვეყნებისთვის შესაძლებლობების გაზიარებას და მათთან ერთად განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ „მე-15 ხუთწლიანი გეგმა“ არა მხოლოდ აყალიბებს ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სამომავლო ხედვას, არამედ მსოფლიოსაც სძენს მეტ სიცხადეს, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას უფრო ფართო პერსპექტივებს უხსნის და ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ახალ იმპულსს სძენს. 2026 წელს საქართველოც დააჩქარებს ეროვნული ათწლიანი განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, განაგრძოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, პრიორიტეტი მიანიჭოს ქართული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, აქტიურად განავითაროს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთგაგებას და მეტი სარგებელი მოუტანოს ორ ქვეყანასა და მათ ხალხს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.




news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

18.06.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0408 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6527 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6527 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0408 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0787 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0379 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა