მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩინეთიდან იმპორტიორი კომპანიების TOP-5 შეიცვალა

news image
mbc image

 ჩინეთიდან საქართველოში TOP-5 იმპორტიორი კომპანიის ხუთეულში ცვლილებაა. Business Insider Georgia-სთვის საქსტატიდან მიღებულ მასალების თანახმად, 2023 წელს ჩინეთიდან მთავარი იმპორტორი კომპანიების ხუთეულში სამი გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო უცხოური საწარმოს ფილიალი, შპს ემტექნიკსი და სს კავკასიან პეტ კომპანი, 2023 წელს შპს ავტოტექნომ, შპს იუ-ჯი-თიმ და შპს ომეგამ ჩაანაცვლეს. 

2022 წელი TOP-5 იმპორტიორი კომპანია ჩინეთიდან: 

  • გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო უცხოური საწარმოს ფილიალი
  • სს კავკასიან პეტ კომპანი
  • შპს ალტა
  • შპს ემტექნიკსი
  • შპს ნოვა

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

2023 წელი TOP-5 იმპორტიორი კომპანია ჩინეთიდან: 

  • შპს ავტოტექნო
  • შპს ალტა
  • შპს იუ-ჯი-თი
  • შპს ნოვა
  • შპს ომეგა

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ ფლობს ჩინეთიდან TOP-5 იმპორტიორ კომპანიას: 

შპს ავტოტექნო - დაფუძნდა 2016 წელს. კომპანიის 100% ფოლობს მიხეილ ალხანიშვილი. 

შპს ალტა - საერთო კრება დირექტორი - კახა ჭოველიძე;

შპს იუ-ჯი-თი - მმართველობის ორგანო საერთო კრება გენერალური დირექტორი დირექტორი. დირექტორი გურამ ხოჯანაშვილი,  გენერალური დირექტორი ერმილე სულაძე, 

შპს ნოვა - ზვიად აბულაძე 20%;  ჯემალ ბოლქვაძე 20%;  ემზარ ირემაძე 20%; ჯემალ ანთაძე 20%; რამაზ ირემაძე,  20%;

შპს ომეგა - ნინო გაბუნია10%;  თამარა გაბრიელაშვილი /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 40% გრიგორი გუდავაძე, /ორმაგი მოქალაქე რუსეთის ფედერაცია, კვიპროსი/ 50%. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა