მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა, სადაც შეიძლება ქართული პროდუქცია იქნას წარმოდგენილი ჩინელი მომხმარებლებისა და იმპორტიორების წინაშე - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის საუკეთესო პლატფორმა, სადაც შეიძლება ქართული პროდუქცია კიდევ ერთხელ იქნას წარმოდგენილი ჩინელი მომხმარებლებისა და იმპორტიორების წინაშე. ეკონომიკის სამინისტრო და სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ხელს უწყობენ ჩვენი ექსპორტიორების წარდგენას ამ გრანდიოზულ გამოფენაზე. დაინტერესება დიდია - 38 კომპანიაა წარმოდგენილი საკუთარი პროდუქციით და ტრადიციულად ველოდებით, რომ მაღალი აქტივობა იქნება ჩინელი იმპორტიორების მხრიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (China International Import Expo - CIIE) მონაწილეობს. 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 40-მდე ქართული კომპანია ორ მასშტაბურ პავილიონშია წარმოდგენილი - საკვებისა და სასმელის, ასევე საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონებში. აქ გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, ასევე ტანსაცმელი დახვდებათ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა 2019 წლის შემდეგ პირველად იმართება ფიზიკურ სივრცეში, რაც განაპირობებს მაღალ დაინტერესებას, როგორც მონაწილე ქვეყნების და კომპანიების, ისე დამთვალიერებლების მხრიდან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს იქნება რეკორდული - 1 მილიონამდე დამთვალიერებელი და 160 მონაწილე ქვეყანა. მისი თქმით, საქართველოს პავილიონი უკვე დაათვალიერა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას. 
CIIE 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია მიიღებს. „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა