მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზაობას თანამშრომლობის გაღრმავებისკენ - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, გამოფენაზე 37 ქართული კომპანია წელს სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელებისა და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წელს მეცხრედ იმართება ქალაქ შანხაიში ჩინეთის ყველაზე მასშტაბური იმპორტის გამოფენა, სადაც ორგანიზატორები ნახევარ მილიონზე მეტ დამთვალიერებელსა და მყიდველს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართა საქართველო - ჩინეთის B2B ღონისძიება, რომლის ოფიციალურ გახსნაშიც ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად ღონისძიება გახსნა შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილემ იანგ ტუნგშენგმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პლატფორმები ქართულ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერებისთვის.

„საქართველო ჩინეთს სთავაზობს ღია ეკონომიკას, კონკურენტუნარიან საგადასახადო სისტემას, ეფექტიან სახელმწიფო სერვისებსა და მთავრობას, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას, ინოვაციებსა და ინვესტიციებს ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალებად განიხილავს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ წარმოვადგინო საქართველო, როგორც ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში საიმედო და ერთგული პარტნიორი" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო-ჩინეთის B2B ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზაობას თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზაობას თანამშრომლობის გაღრმავებისკენ - ირაკლი ნადარეიშვილი

06.11.2026.15:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, გამოფენაზე 37 ქართული კომპანია წელს სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელებისა და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წელს მეცხრედ იმართება ქალაქ შანხაიში ჩინეთის ყველაზე მასშტაბური იმპორტის გამოფენა, სადაც ორგანიზატორები ნახევარ მილიონზე მეტ დამთვალიერებელსა და მყიდველს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართა საქართველო - ჩინეთის B2B ღონისძიება, რომლის ოფიციალურ გახსნაშიც ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად ღონისძიება გახსნა შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილემ იანგ ტუნგშენგმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პლატფორმები ქართულ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერებისთვის.

„საქართველო ჩინეთს სთავაზობს ღია ეკონომიკას, კონკურენტუნარიან საგადასახადო სისტემას, ეფექტიან სახელმწიფო სერვისებსა და მთავრობას, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას, ინოვაციებსა და ინვესტიციებს ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალებად განიხილავს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ წარმოვადგინო საქართველო, როგორც ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში საიმედო და ერთგული პარტნიორი" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო-ჩინეთის B2B ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზაობას თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა