ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ საქართველოს ვიცე-პრემიერის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე წერს
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ (Xinhua) საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ჩინეთის ვიცე-პრემიერ ტინგ სიუესიანგთან შეხვედრასთან დაკავშირებით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა 5 ნოემბერს, შანხაიში გაიმართა, სადაც მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის იმპორტის მეცხრე საერთაშორისო გამოფენაში (China International Import Expo) მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
„სინხუას“ ცნობით, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ტინგ სიუესიანგმა გამოფენისა და ჰუნციაოს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოება, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, საწარმოო საქმიანობის ოპტიმალური განაწილება და გლობალურ საწარმოო და მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ტინგ სიუესიანგმა ასევე ხაზი გაუსვა ინოვაციების განვითარების, ბაზრების მეტი გახსნილობისა და სავაჭრო ბარიერების შემცირების მნიშვნელობას, რაც საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ საქართველოს ვიცე-პრემიერის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე წერს
10.11.2026.00:06