მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრმავოთ და ორი ქვეყანა ერთმანეთს ბევრად უფრო დავაახლოოთ l თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ნამდვილად მისცემს ბიძგს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების მეტად გაღრმავებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის ქრონიკის" ეთერში.

თამარ იოსელიანმა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა - 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით, რასაც, მისი შეფასებით, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024-2025 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17%-ით და 21%-ით გაიზარდა, 2026 წლის ოთხ თვეში კი უპრეცედენტო 45%-იანი ზრდა შეადგინა.

„ჩინეთი იკავებს მესამე ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში 11.5%-იანი წილი აქვს სწორედ ამ მიმართულებას. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წარმოების ექსპორტის ბაზრის მიხედვით 2024 და 2025 წლებში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებდა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მონაცემებია იმისათვის, რომ ვთქვათ - ეკონომიკური კავშირები მომავალშიც უფრო მეტად გაღრმავდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც 2018 წელს ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მისი შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი, წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების ახალ ეტაპზე გადასვლას და რომლის შედეგებიც ყოველწლიურ ზრდის დინამიკაში აისახება. თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა - 2026 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, გარდა იმისა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 45%-ით გაიზარდა, ასევე ექსპორტი გაიზარდა სამჯერ და ზრდამ დაახლოებით 194% შეადგინა.

„ვფიქრობ, სწორედ ეს მაჩვენებლები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებასაც, რომ ვივარაუდოთ - 2026 წელი ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ მზარდი წელი იქნება, ისევე როგორც შემდგომი წლები. ამასთან, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე გაიზარდა სამჯერ, რამაც მოგვცა დაახლოებით 218%-იანი ზრდა. ეს არის 77.8 მილიონი აშშ დოლარი, რის შედეგადაც მისი წილი მთლიან ექსპორტში დაახლოებით 97%-ია. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები ადასტურებს - საქართველოსა და ჩინეთს შორის მსგავსი ტიპის შეთანხმებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრმავოთ და შესაბამისად, ორი ქვეყანა ერთმანეთს ბევრად უფრო დავაახლოოთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პირველად საქართველოს ისტორიაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მიმართებით უსაფრთხოების ისეთ მაღალ სტანდარტს ვნერგავთ, რომელიც მათ საიმედო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს - გენადი არველაძე

14.10.2026.10:23

პირველად საქართველოს ისტორიაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მიმართებით უსაფრთხოების ისეთ მაღალ სტანდარტს ვნერგავთ, რომელიც მათ საიმედო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

გენადი არველაძემ, მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძესთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნო.
„როდესაც ენერგეტიკის სექტორის პრიორიტეტულობაზე ვაკეთებთ აქცენტს, მნიშვნელოვანია ამ დარგში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და საკანონმდებლო დონეზე მისი დარეგულირება. ტექნიკური რეგლამენტი უზრუნველყოფს მონიტორინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას როგორც ექსპლუატაციაში შესული ჰესების, ასევე იმ სადგურების, რომლებიც სამომავლოდ აშენდება,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნიკური რეგლამენტის პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პროფილური ბიზნესიც აქტიურად მონაწილეობდა.

„ბიზნესის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოგვესმინა მათი მოსაზრებები. თუმცა ასევე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად იქნა მომზადებული საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის თქმით, ახალი რეგულაციის ამოქმედება უზრუნველყოფს ჰიდროტექნიკური ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებასა და მართვას, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვასთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა