ჩინეთში TOP ექსპორტიორების ხუთეული შეიცვალა, ვინ ჩაანაცვლა „კაიზერ გრუპი“ და „ლეგომეტალი“
2023 წელს საქართველოდან ჩინეთში TOP ექსპორტიორების ხუთეული შეიცვალა.
საქსტატის მონაცემებით, ცნობილია, TOP-5 კომპანია რომელმაც ჩინეთში 2022 წელს ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საქსტატისვე მონაცემებით, 2023 წელს ჩინეთში TOP ექსპორტიორების ხუთეული ასე გადანაწილდა: .
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საქსტატიდან მიღებული მონაცემებიდან ჩანს, რომ 2023 წელს ჩინეთში TOP ექსპორტიორების ხუთეულში შპს კაიზერ გრუპი და შპს ლეგომეტალი, სს კაიშენ თრეიდინგმა და შპს ტტმედიქალმა ჩაანაცვლეს.
ვინ ფლობს 2023 წელს ჩინეთში TOP ექსპორტიორების ხუთეულში შემავალ კომპანიებს:
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, სს არ ემ ჯი კოპერი - 1996 წელს დაფუძნდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრია: დმიტრი ტროიცკი, /რუსეთის ფედერაცია/ ; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, /რუსეთის ფედერაცია/; წევრი: ირინა ნიკიფოროვა, /რუსეთის ფედერაცია/. აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძე,
სს კაიშენ თრეიდინგი - 2023 წლის 1-ელ მარტს დაფუძნდა. მმართველობის ორგანო: დირექტორი საერთო კრება. დირექტორი ლაშა ორჯონიკიძე,
სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანია 2019 წელს გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. დირექტორია - მაკა გელაშვილი;
შპს Caucasian Metals Terminal - 2011 წელს არის რეგისტრირებული. მმართველობითი ორგანო - საერთო კრება. დირექტორი გოჩა კურდღელია.
შპს ტტმედიქალ - კომპანია დაფუძნდა 2022 წელს. მმართველობითი ორგანო - საერთო კრება. დირექტორი ირინა მარუტიანი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826